Ჩვენი მისია
ტელემედიცინა შეიქმნა იმ მიზნით რომ მიიღოთ ხარსიხიანი სამედიცინო მომსახურება ნებისმიერი ლოკაციიდან თქვენთვის სასურველ დროსა და თქვენთვის ხელმისაწვდომ ფასად. ტელემედიცინის პროგრამული უზრუნველყოფა და მომსახურება სპეციალურად შემუშავდა თქვენი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით. Ჩვენი მისიაა მოგაწოდოთ სერვისი, რომელიც იზრუნებს მხოლოდდამხოლოდ თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.
Შეხვდით ჩვენს პროვაიდერებს ონლაინ
ტელემედიცინის ლიცენზირებული და სერთიფიცირებული ექიმები გადიან მკაცრ გადარჩევასა და ტრენინგებს, რათა უზრუნველყონ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. ჩვენ ვასაქმებთ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს, ასევე სპეციალისტებს ჩვენი პაციენტების მიმდინარე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი სამედიცინო პერსონალი არ ანაცვლებს თქვენს მუდმივ ექიმს, თუმცა ისინი გთავაზობენ რეკომენდაციებსა და დანიშნულებებს თქვენს მიერ დაგეგმილი ვიდეო სესიებიდან გამომდინარე.
ტელემედიცინის ლიცენზირებული ექიმები საქვეყნოდ ცნობილი საუკეთესო ექიმები არიან. ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოგისმენენ, გაანალიზებენ თქვენ არსებულ მდგომარეობას, რათა ეფექტური დიაგნოზი დაგისვან და კონსულტაციის შემდეგ უზრუნველყონ მკურნალობის გეგმა. პაციენტებს შეუძლიათ შეაფასონ ყოველი ვიზიტი ხარისხის მუდმივი უზრუნველყოფის მიზნით.
ხარისხის კონტროლი
ტელემედიცინაში ჩართვით გვინდა მოგაწოდოთ საუკეთესო სამედიცინო მომსახურება. ჩვენ მზად ვართ ხარისხის უწყვეტი უზრუნველყოფისა და მუდმივი გაუმჯობესებისკენ. ამის მისაღწევად, დავნერგეთ სისტემა, რომელიც მოუწოდებს მომხმარებლებს შეაფასონ თავიანთი გამოცდილება ყოველი ვიზიტის შემდეგ. ეს შეფასებები საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი მუდმივ რეჟიმში. ექიმები, რომლებიც იღებენ ცუდ შეფასებებს, იშლებიან ჩვენი სისტემებიდან.
გადარჩევა და ტრენინგი
თითოეული ექიმი ჩვენთან გადის გასაუბრებას და ინტერნსიურ გადარჩევას, მათი კვალიფიკაციის შემოწმების კომპლექსური პროცესის ფარგლებში, რაც გულისხმობს მისი განათლების, ლიცენზიისა და კვალიფიკაციის შემოწმებას. ყველა ეს ინფორმაცია შემდგომში გადამოწმდება შესაბამისი ჯანდაცვის ორგანოს მიერ.
ამის შემდეგ, თითოეული კანდიდატი გაივლის სწავლებას, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და ეფექტური სამედიცინო მომსახურება ტელემედიცინის ტექნოლოგიების გამოყენებით; მათ ასევე მიეწოდებათ 200-მდე კლინიკური პროტოკოლი და სხვა დამხმარე მასალა, რაც დაეხმარება მათ, მიიღონ გამოცდილება ტელემედიცინაში.
მაგალითად, ჩვენ გვაქვს კლინიკური პროტოკოლი ტერფის დაზიანებების ირგვლივ, სახელწოდებით “ოტავას ტერფის წესები”, რომელიც განსაზღვრავს, სჭირდება თუ არა პაციენტს რენტგენის სხივები, თუ ის დამოუკიდებლად განიკურნება. ტრენინგის ამ ფაზაში ექიმები ასევე შეისწავლიან კულტურული კომპეტენციის, მგრძნობელობისა და ტელემედიცინის პოლიტიკისა და პროცედურებს.
ხარისხის მართვის მენეჯმენტი
და ბოლოს, ტელემედიცინის პროფესიონალთა ხელმძღვანელობა მონიტორინგს ახორციელებს თითოეული ექიმის მუშაობასა და მათი მომსახურების ხარისხსზე სხვადსხვა ფორმით, რომელთაგან ერთ-ერთია პაციენტის მიერ ექიმის შეფასების პროცესი. პაციენტებს შეუძლიათ შეაფასონ თითოეული ვიზიტი და დატოვონ კომენტარები. ეს კომენტარები აისახება შემდეგ ექიმთა პროფესიული დონის შეფასებაზე.
ყველა ექიმი ასევე მონაწილეობას იღებს კოლეგების შეფასების პროგრამაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი აფასებენ მათივე კოლეგების სამედიცინო მომსახურების ხარისხს სამედიცინო ჩანაწერებისა და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე. Მსგავსი მიდგომა მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და საუკეთესო გამოცდილების დაგროვებას უზრუნველყოფს.