კონფიდენციალობის პოლიტიკა
ინფორმაცია ონფიდენციალურობის შესახებ
წინამდებარე ინფორმაცია აღწერს, თუ როგორ შეიძლება თქვენი სამედიცინო ინფორმაციის გამოყენება და გამჟღავნება და როგორ შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა ამ ინფორმაციაზე.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მას.
ტელემედიცინის ვალდებულება თქვენი კონფიდენციალობის დაცვის შესახებ
ტელემედიცინა ორიენტირებულია, დაიცვას თქვენი სამედიცინო ინფორმაციის (PHI) კონფიდენციალობა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი იდენტიფიკაციისათვის ( მაგ: თქვენი სახელი, სოციალიური დაზღვევის ნომერი ან მისამართი), ინფორმაცია, რომელიც მოიცავს თქვენ ა) წარსულ, ამჟამინდელ და მომავალ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ბ) თქვენ მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ისტორიას, გ) მომსახურების საფასურის გადახდის შესახებ ინფორმაციას. Თავისი საქმიანობის წარმართვისას, ტელემედიცინა აწარმოებს და ქმნის ჩანაწერებს, რომელიც შეიცავს თქვენ სამედიცინო ინფორმაციას(PHI).
Ტელემედიცინა კანონით ვალდებულია, დაიცვას თქვენი სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალობა და გაცნობოთ თავისი იურიდიული ვალდებულების შესახებ თქვენი სამედიცინო ინფორმაციით სარგებლობის ასპექტში.
ტელემედიცინა ვალდებულია წინამდებარე კანონით გათვალისწინებულ პირობებს დაექვემდებაროს, ვიდრე ის მოქმედია. ეს პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე მხარის მიერ პაციენტზე მოპოვებულ ინფორმაციაზე, მათ შორის მოპოვებული ნებისმიერი გარე ვებგვერდის მეშვეობით, რომელიც შეიძლება რაიმენაირად დაკავშირებული იყოს ტელემედიცინისთან. Გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად გთხოვთ, გადაამოწმოთ მსგავსი შემთხვევა თითოეულ ასეთ მესამე მხარესთან.
თუ არ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკას, თქვენ ვერ ისარგებლებთ ტელემედიცინის მომსახურებით. Წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაში დროდადრო შესაძლებელია ცვლილებების შეტანა, რომლის განხორციელების ბოლო თარიღი მოცემული იქნება ამ ვებ-გვერდის ზედა ნაწილში. Თქვენს იდენტიფიცირებად პერსონალურ მონაცემებში Არსებითი ცვლილებების შეტანის შესახებ შეტყობინებას ელ-ფოსტის მეშვეობით მიიღებთ. Წინამდებარე პოლიტიკის გადახედვის შემდეგ თქვენს მიერ ტელემედიცინით სარგებლობა განიხილება, როგორც დათანხმება მასში შეტანილ ცვლილებებზე, ამიტომ გთხოვთ, დროდადრო შეამოწმოთ აღნიშნული გვერდი, რათა იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
Წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაში მცირე ცვლილების შეტანის შემთხვევაში განახლებულ ვერსიას მისი ძალაში შესვლისთანავე განვათავსებთ. Ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაციის დამუშავება რეგულირდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის ამ ახალ ვერსიაში მითითებული წესის მიხედვით მისი ძალაში შესვლის თარიღიდან. Წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის შესახებ ან მის ახალი ან სხვა მიზნით გამოყენების შესახებ შეტყობინებას ელ-ფოსტის მეშვეობით ან ამ შეტყობინების ჩვენ ვებ-გვერდზე განთავსებით მიიღებთ. Ცვლილების, ამ ცვლილებების მიზნისა და ნებისმიერი სხვა შესაბამისი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას, ჩვენ მოგაწვდით მანამ, ვიდრე თქვენს ინფორმაციას ახალი მიზნისთვის გამოვიყენებთ.
PHI-ს გამოყენება და გამჟღავნება
ტელემედიცინას შეუძლია გამოიყენოს და გაამჟღავნოს თქვენი სამედიცინო ინფორმაცია (PHI) შემდეგი გზებით:
- მკურნალობა, მომსახურების გადახდა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებები
- ტელემედიცინას უფლება აქვს გამოიყენოს და გაამჟღავნოს თქვენი PHI (ა) მკურნალობის, (ბ) მომსახურების გადახდის და (გ) ჯანდაცვასთან დაკავშირებული ოპერაციების მიზნებისთვის. Მაგალითად:
- ტელემედიცინას შეუძლია გამოიყენოს და გადასცეს თქვენი PHI სხვა ექიმს ან ჯანდაცვის პროვაიდერს კონსულტაციისთვის ან შემდგომი მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით.
- ტელემედიცინას შეუძლია გამოიყენოს და გადასცეს თქვენი PHI თქვენს სადაზღვევო აგენტს მისი დამუშავების ან სხვა სადაზღვევო პროცედურების გატარების მიზნით.
- ჯანდაცვასთან დაკავირებული ღონისძიებები
- ტელემედიცინას შეუძლია გამოიყენოს და გაამჟღავნოს თქვენი PHI ჯანდაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებებთან მიმართებაში, რაც გულისხმობს მომხმარებელთა მომსახურებას და მომსახურების შეფასების პროცედურებს. Სხვადსხვა სახის მომსახურების მიღების მიზნით, ტელემედიცინას შეუძლია თავის საქმიანობაში ჩართოს მესამე მხარე. Თუკი თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით მესამე მხარეს უნდა ჰქონდეს წვდომა თქვენ PHI -ზე, ტელემედიცინა მასთან გააფორმებს შეთანხმებას, რომელიც დაავალდებულებს მესამე მხარეს დაიცვას და უზრუნველჰყოს წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა. ტელემედიცინას შეუძლია გამოიყენოს და გაამჟღავნოს თქვენი PHI თქვენი წერილობითი ნებართვის საფუძველზე, იმ დონეზე, რამდენადაც ეს შეესაბამება თქვენს ნებართვას. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ ნებისმიერი ასეთი ნებართვა.
- კანონის მოთხოვნების შესაბამისად
- ტელემედიცინას შეუძლია გამოიყენოს და გაამჟღავნოს თქვენი PHI იმ მლოცულობით, რაც კანონითაა გათვალისწინებული..
განსაკუთრებული გარემოებები
შემდგომი კატეგორიები აღწერს განსაკუთრებულ გარემოებებს, როდესაც ტელემედიცინას შეუძლია გამოიყენოს ან გაამჟღავნოს თქვენი PHI:
- საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული აქტივობები
- ტელემედიცინას შეუძლია გადასცეს თქვენი PHI საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან სხვა სამთავრობო ორგანოებს ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა დაავადების პრევენცია და კონტროლი, ბავშვზე ძალადობის ან უგულებელყოფის, ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციის გაცემა, სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისთვის მოხსენება რეგულირებადი პროდუქტის ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ. Ტელემედიცინას შეუძლია, გარკვეულ გარემოებებში, გადასცეს PHI იმ პირებს, რომლებიც ინფიცირებულნი იყვნენ გადამდები დაავადებით ან სხვაგვარად შეიძლება იმყოფებოდნენ დაავადების ან დაინფიცირების ან გავრცელების რისკის ქვეშ.
- თანამშრომელთა ანაზღაურება
- ტელემედიცინამ შეიძლება გაამჟღავნოს თქვენი PHI უფლებისამებრ და იმ მასშტაბით, რაც საჭიროა თანამშრომელთა კომპენსაციის პროგრამებისა და სხვა მსგავსი პროგრამების ფარგლებში, რაც დაკავშირებულია სხვადსხვა დაავადებებთან ან დაზიანებებთან.
- ჯანდაცვის ზედამხედველობის საქმიანობა
- ტელემედიცინამ შეიძლება გაამჟღავნოს თქვენი PHI ჯანდაცვის ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილი საქმიანობებისთვის, როგორიცაა აუდიტი, გამოძიება, ინსპექტირება, ლიცენზირება და დისციპლინური ღონისძიებები ჯანდაცვის სისტემასთან ან სამთავრობო მხარდაჭერის პროგრამებთან დაკავშირებით.
- სასამართლო და ადმინისტრაციული წარმოება
- ტელემედიცინამ შეიძლება გაამჟღავნოს თქვენი PHI გარკვეულ გარემოებებში, როგორც ეს ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლოს ან ადმინისტრაციული სააგენტოს ბრძანების საპასუხოდ, ან პირის სასამართლოში გამოძახებისათვის ინფორმაციის გამჟღავნების მიზნით.
- Სამართალწარმოება
- შეუძლია, გარკვეულ გარემოებებში, გადასცეს თქვენი PHI სამართალდამცავი ორგანოს თანამდებობის პირს ეჭვმიტანილის, გაქცეულის, ნივთიერი მოწმის ან დაკარგული პირის იდენტიფიცირების ან პოვნის მიზნით.
- ტელემედიცინას შეუძლია, გარკვეულ გარემოებებში, გადასცეს თქვენი PHI კორონერებს, სამედიცინო ექსპერტებსა და დაკრძალვის ობიექტებს ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა გარდაცვლილი პირის იდენტიფიკაცია, სიკვდილის მიზეზის დადგენა და იმ ღონისძიებების გატარება, რაც დაკავშირებულია გარდაცვლილ პირთან ან პირებთან.
- ორგანოს შესყიდვა
- ტელემედიცინას შეუძლია, გარკვეულ გარემოებებში გამოიყენოს ან გაამჟღავნოს PHI ორგანოთა დონაციისა და ტრანსპლანტაციისთვის.
- ტელემედიცინას შეუძლია, გარკვეულ პირობებში, გამოიყენოს ან გაამჟღავნოს PHI, რაც აუცილებელია კვლევის მიზნებისთვის.
- ჯანმრთელობასთან ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხე
- ტელემედიცინას შუძლია გამოიყენოს ან გაამჟღავნოს PHI ისეთ განსაკუთრებულ გარემოებებში , როგორიცაა პირის ან საზოგადოების ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რაიმე სერიოზული და გარდაუვალი საფრთხის თავიდან აცილება ან პრევენცია.
- მთავრობის სპეციალიზებული ფუნქციები.
- ტელემედიცინას შეუძლია გარკვეულ გარემოებებში, გაამჟღავნოს იმ პირის ან პირების PHI, რომელნიც მსახურობენ ან მსახურობდნენ შეიარაღებულ ძალებში, იმ მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას სამხედრო მისიის სათანადო შესრულება ან სარგებლის მიღებაზე უფლებამოსილების განსაზღვრა. Ტელემედიცინას ასევე შეუძლია გადასცეს PHI ფედერალური სამსახურის მესვეურებს სადაზვერზო და ეროვნული უსაფრთხოების მიზმნებისათვის.
თქვენი უფლებები თქვენს PHI-სთან დაკავშირებით
თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები ტელემედიცინის მიერ წარმოდგენილ PHI-სთან დაკავშირებით:
- კონფიდენციალური კომუნიკაცია
- თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ კონფიდენციალური შეტყობინებები თქვენს PHI-თან დაკავშირებით. თქვენ შეგიძლიათ მოსთხოვოთ ტელემედიცინას, აწარმოოს კომუნიკაცია ალტერნატიული საშუალებებით ან ალტერნატიულ ადგილას და ტელემედიცინა დააკმაყოფილებს თქვენს გონივრულ მოთხოვნებს. Თქვენ უნცდა წარმოადგინოთ წერილობითი მოთხოვნა ტელემედიცინაში.
- თქვენ გაქვთ უფლება დააწესოთ გარკვეული შეზღუდვები თქვენი PHI-ის მკურნალობის, გადახდებისა თუ სხვა ჯანდაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებული მიზნებით გამოყენებაზე. თქვენ ასევე გაქვთ უფლება მოითხოვოთ ტელემედიცინის მიერ PHI-ის გამჟღავნება მხოლოდ გარკვეულ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ თქვენს მკურნალობაში ან მკურნალობის შემდგომ გადახდებთან არის დაკავშირებული. Აღნიშნული მოთხოვნა წერილობით უნდა წარადგინოთ ტელემედიცინაში. Ტელემედიცინა იტივებს უფლებას, არ შეასრულოს თქვენი მოთხოვნა. Თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ტელემედიცინა დათანხმდება თქვენი მოთხოვნის შესრულებას, ვალდებულია შეასრულოს ასეთი შეთანხმება, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, ან როდესაც კანონით სხვა რამ არის მოთხოვნილი.
- ინსპექტირება და ასლები
- თქვენ გაქვთ უფლება შეამოწმოთ თქვენ PHI და გააკეთოთ მისი ასლი. თქვენი მოთხოვნა წერილობით უნდა წარადგინოთ ტელემედიცინაში. ტელემედიცინამ შეიძლება დააწესოს გადასახადი იმ ხარჯებზე, რაც დაკავშირებულია ასლი გაკეთებასთან, ფოსტის გაგზავნასთან, შრომისა და მარაგების ხარჯებთან. ტელემედიცინამ შეიძლება უარყოს თქვენი მოთხოვნა, თქვენი PHI -ის შეამოწმებასთან და/ან ასლის გაკეთებასთან დაკავშირებით გარკვეულ, შეზღუდულ გარემოებებში. Ასეთი უარყოფის შემთხვევაში, ტელემედიცინა შეგატყობინებთ მიზეზს, რომლის შემდეგაც შეგიძლიათ მოითხოვოთ უარის გადახედვა.
- თქვენ უფლება გაქვთ მოსთხოვოთ ტელემედიცინას, ცვლილებები და შესწორებები შეიტანოს თქვენს PHI-ში, თუ თვლით, რომ მონაცემები არაზუსტი ან არასრულყოფილია, თქვენს მონაცემებში შესწორებების შეტანა შეგეძლებათ მოითხოვოთ მანამდე, ვიდრე ინფორმაცია ინახება ტელემედიცინის მიერ. თქვენ უნდა წარუდგინოთ თქვენი მოთხოვნა წერილობით ტელემედიცინას და მიუთითოთ მიზეზი მოთხოვნილი შესწორების უზრუნველსაყოფად. ტელემედიცინას შეუძლია, გარკვეულ პირობებში, უარყოს თქვენი მოთხოვნა წერილობითი შეტყობინების სახით. Ასეთ შემთხვევაში, უფლება გაქვთ წარადგინოთ განცხადება, რომ არ ეთანხმებით თქვენ PHI-ში შეტანილ მონაცემებს.
- მონაცემთა გამჟღავნების აღრიცხვა
- თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ აღრიცხვითი ინფორმაცია ტელემედიცინის მიერ თქვენი PHI-ის ყოველი გამჟღავნების თაობაზე. თუმცა, ეს უფლება არ მოიცავს მონაცემების გამჟღავნებას, დაკავშირებულს მკურნალობასთან, საფასურის გადახდასთანა ან ჯანდაცვით ღონისძიებებთან, ასევე არ გულისხმობს ავტორიზაციის შესაბამისად მოწოდებული ინფორმაციის გამჟღავნებას თქვენს მკურნალობასთან დაკავშირებით, ან ზოგიერთ სხვა კონკრეტულ PHI გამჟღავნებას. თქვენ უნდა წარუდგინოთ მოთხოვნა ასეთი აღრიცხვის მიღებაზე წერილობით ტელემედიცინას და უნდა მიუთითოთ პერიოდი (რომელიც უნდა იყოს ექვს წელზე ნაკლები დროის განმავლობაში გამჟღავნების დღიდან). თქვენი პირველი ანგარიში უფასო იქნება. თუმცა, ტელემედიცინას შეუძლია დაგაკისროთ 12 თვის განმავლობაში თქვე მიერ დამატებითი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა. ტელემედიცინა ასეთი ხარჯების შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ, რათა თქვენ შეძლოთ გააუქმოთ ან შეცვალოთ თქვენი მოთხოვნა ხარჯების დაზოგვის მიზნით.
- დარღვევის შესახებ შეტყობინება
- თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შეტყობინება იმ შემთხვევაში, თუ ტელემედიცინა (ან ტელემედიცინის ბიზნეს ასოციაცია) აღმოაჩენს PHI-ს თან დაკავშირებულ დარღვევას.
- ეგზემპლარი.
- თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ამ შეტყობინების ქაღალდის ასლი ტელემედიცინისგან ნებისმიერ დროს მოთხოვნის საფუძველზე. ამ შეტყობინების ქაღალდის ასლის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ ტელემედიცინას support@telemedicine.ge
- უფლება გაქვთ უჩივლოთ ტელემედიცინას და ჯანდაცვისა და ადამიანური მომსახურების დეპარტამენტის აღმასრულებელს თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კონფიდენციალურობის უფლებები დაირღვა. Ტელემედიცინის წინააღმდეგ საჩივრის შესატანად, განცხადება ტელემედიცინაში უნდა წარადგინოთ.
ქუქიების პოლიტიკა
ქუქიები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ვებსაიტმა შეიძლება განათავსოს თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაზე, როდესაც პირველად ეწვევით საიტს ან გვერდს. ქუქი-ფაილი დაეხმარება Telemedicine-ს ამოიცნოს თქვენი მოწყობილობა მომდევნო ვიზიტის დროს. მაგალითად, ქუქი-ფაილები დაგვეხმარება დავიმახსოვროთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პრეფერენციები, გავაანალიზოთ რამდენად კარგად მუშაობს ჩვენი ვებსაიტი, ან თუნდაც გირჩიოთ კონტენტი, რომელიც თქვენთვის ყველაზე აქტუალური იქნება.
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ქუქიები შემდეგი მიზეზებისა და მიზნებისათვის:
თქვენ მიერ მოთხოვნილი სერვისის უზრუნველსაყოფად. ზოგიერთი ქუქი-ფაილი აუცილებელია ვებსაიტზე ნავიგაციისთვის და მისი ფუნქციების გამოსაყენებლად. ამ ქუქიების გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენს მიერ მოთხოვნილი სერვისების მიწოდებას. მაგალითად, ზოგიერთი ქუქი-ფაილი გვაძლევს საშუალებას გამოვყოთ გამომწერები და დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ მხოლოდ გამომწერებისთვის არსებულ გვერდებზე წვდომა. თუ გამომწერი გადაწყვეტს ამ ქუქიების გამორთვას, იგი ვერ შეძლებს წვდომას ყველა იმ კონტენტზე, რომლის უფლებას აძლევს მას გამოწერა. ეს ქუქიები არ აგროვებს თქვენს შესახებ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მარკეტინგისთვის ან დასამახსოვრებლად, თუ სად იყავით ინტერნეტში. აუცილებელი ქუქი-ფაილები უზრუნველყოფს, რომ საიტზე ვიზიტის დროს მუდმივი წვდომა გქონდეთ ვებგვერდის რესურსებთან.
- თქვენი ვიზიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ეს ქუქიები საშუალებას აძლევს ვებსაიტს დაიმახსოვროს თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანი, როგორიცაა თქვენი ენა ან რეგიონი, და ისინი გთავაზობენ გაუმჯობესებულ ფუნქციებს. ეს ქუქიები დაგეხმარებათ დაიმახსოვროთ თქვენი პრეფერენციები და პარამეტრები, მათ შორის მარკეტინგული პრეფერენციები, დაიმახსოვროთ, შეავსეთ თუ არა გარკვეული ფორმები, რათა აღარ მოგთხოვოთ ამის გაკეთება, დაიმახსოვროთ, იყავით თუ არა Telemedicine-ზე ადრე და შეზღუდოთ კონკრეტული რეკლამის გამოჩენის სიხშირე.
- ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ეს ქუქიები ტელემედიცინის სერვისების ხაზგასასმელად, რომლებიც ჩვენი აზრით საინტერესო იქნება თქვენთვის, თქვენ მიერ ვებსაიტზე განხორციელებული ქმედებების საფუძველზე.
- ანალიტიკა. ვებგვერდზე გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ჩვენ გვსურს თვალყური ვადევნოთ, თუ რომელი გვერდები და ბმულებია პოპულარული და რომელ გვერდებს არ იყენებენ მომხმარებლები, რათა Telemedicine-ს ვებგვერდი რელევანტური და განახლებული იყოს. ასევე ძალიან სასარგებლოა ტენდენციების იდენტიფიცირება, თუ როგორ მოძრაობენ ადამიანები Telemedicine-ზე და იღებენ თუ არა Error შეტყობინებებს ვებ გვერდებიდან.
- ქუქიების ეს ჯგუფი, რომელსაც ხშირად „ანალიტიკის ქუქიებს“ უწოდებენ, გამოიყენება ამ ინფორმაციის შესაგროვებლად. ეს ქუქიები არ აგროვებს ისეთ დეტალებს, რაც მომხმარებლის იდენტიფიკაციაში დაგვეხმარება. შეგროვებული ინფორმაცია ანონიმურია და დაჯგუფებულია ყველა სხვა ადამიანის ქუქიების ინფორმაციასთან. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ გამოყენების საერთო ნიმუშები და არა რომელიმე ადამიანის აქტივობა.
თქვენი ინტერესების შესაბამისი რეკლამის ჩვენება. ჩვენ შეიძლება მივყიდოთ ვებგვერდის სარეკლამო სივრცე განმთავსებლებს. შედეგად მიღებული რეკლამები ხშირად შეიცავს ქუქიებს. ეს ქუქიები გამოიყენება თქვენთვის და თქვენი ინტერესებისთვის უფრო შესაბამისი რეკლამის მოსაწოდებლად. ისინი ასევე გამოიყენება რეკლამის ნახვის რაოდენობის შესაზღუდად და სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის გაზომვისთვის. ისინი განთავსებულია სარეკლამო ქსელების მიერ ჩვენი ნებართვით. Ისინი იმახსოვრებენ, რომ თქვენ ეწვიეთ ვებსაიტს და ეს ინფორმაცია გაზიარებულია რეკლამის განმთავსებელ კომპანიასთან.
ბრაუზერების უმეტესობა საშუალებას გაძლევთ გამორთოთ ქუქიები. ამისათვის დააკლიკეთ “Help” მენიუს თქვენს ბრაუზერში. ქუქიების გამორთვამ შეიძლება შეგიზღუდოთ Telemedicine-ის გამოყენება და/ან შეაფერხოს ან გავლენა იქონიოს მის ფუნქციონირებაზე.
მონაცემთა უსაფრთხოება
თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია ინახება პაროლით დაცულ სერვერზე, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ადმინისტრატორის მიერ. ჩვენ ვიყენებთ SSL-ს. თუმცა, ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას ტელემედიცინაში გადაცემული თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე, რადგან ინფორმაციის ნებისმიერ გადაცემას ინტერნეტით თან ახლავს რისკები. თქვენ პასუხისმგებელი სისტემაში ავტორიზაციის დროს შეტანილი მონაცემების ონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე, , ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ბავშვთა კონფიდენციალობის პოლიტიკა
ტელემედიცინა არ აგროვებს 16 წლამდე ასაკის ბავშვების ინფორმაციას. ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას 16 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ. თუ მივიღებთ რეალურ ცოდნას, რომ ჩვენ შევაგროვეთ პერსონალური ინფორმაცია 16 წლამდე ასაკის ბავშვის შესახებ, ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ წაიშლება ჩვენი მონაცემთა ბაზიდან, მისი შენახვა იურიდიული მიზნებისთვისთუ არ არის აუცილებელი.
თუ მშობელს სჯერა, რომ მისმა შვილმა მოგვაწოდა პირადი ინფორმაცია, მას შეუძლია დაგვიკავშირდეს ელექტრონული ფოსტით. ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით ინფორმაციას, როდესაც გავიგებთ, რომ ის ეხება 16 წლამდე ასაკის ბავშვს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლებელია ამ ინფორმაციის ნაწილი დარჩეს არქივში ვებ ჟურნალებში და სარეზერვო არქივებში მას შემდეგ, რაც ჩვენ წაშლით ინფორმაციას ჩვენი აქტიური მონაცემთა ბაზიდან.
საერთაშორისო გადარიცხვები
თქვენი ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია, შეიძლება გადაეცეს – და შეინახოს თქვენი შტატის, პროვინციის, ქვეყნის ან სხვა სამთავრობო იურისდიქციის გარეთ მდებარე კომპიუტერებმა, რომელთა მონაცემთა დაცვის შესახებ კანონები შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენთან მდებარე კანონებისგან.
თუ თქვენ იმყოფებით შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ და გადაწყვეტთ ინფორმაციის მოწოდებას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ ინფორმაციას, შეერთებულ შტატებში და ვამუშავებთ მას იქ, თუ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ჩვენთვის ამის გასაკეთებლად.
EU მომხმარებელთა უფლებები
ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის ეს განყოფილება ეხება ჩვენი პლატფორმის მომხმარებლებს ევროკავშირში. ჩვენ გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია, ევროკავშირის ფაგლებში მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციისა და GDPR (General Data Protection Regulation) უფლებების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ ვიცავთ მათ.
თქვენ ფლობთ უფლებას, მიიღოთ უფასო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი თქვენი პერსონალური მონაცემები მოვიპოვეთ, სად ინახება ისინი და რამდენი ხნით, რა მიზნით გამოიყენება და ვისთვის ხდება მათი გამჟღავნება. უფლება გაქვთ მოითხოვოთ, მოხდეს ჩვენ მიერ არაზუსტი პერსონალური მონაცემების შესწორება შეფერხების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, შევცვალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს ჩანაწერებში, ან თქვენი პერსონალური მონაცემების სრულად შევსება. Ასევე უფლება გაქვთ მოითხოვოთ, მოხდეს თქვენი მონაცემების ბაზიდან წაშლა შეფერხების გარეშე, თუკი მონაცემები აღარ არის საჭირო იმ მიზნებთან დაკავშირებით, რისთვისაც ისინი შეგროვდა. თუმცა, GDPR გვაძლევს უფლებას უარი ვთქვათ თქვენი ინფორმაციის წაშლაზე, თქვენი ინფორმაციის შესანახად დამაჯერებელი ლეგიტიმური საფუძვლის წარმოდგენის შემთხვევაში.
GDPR გაძლევთ უფლებას შეზღუდოთ თქვენი მონაცემების დამუშავება, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან გამომდინარე:
ა) თუ თქვენ ეჭვი შეგაქვთ თქვენი პერსონალური მონაცემების სიზუსტეში, ჩვენ შევზღუდავთ მათ დამუშავებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაც საშუალებას მოგვცემს გადავამოწმოთ მისი სიზუსტე.
ბ) დამუშავება უკანონოა და თქვენ ეწინააღმდეგებით მის წაშლას და ამის ნაცვლად ითხოვთ მისი გამოყენების შეზღუდვას.
- გ) ჩვენ აღარ გვჭირდება თქვენი მონაცემები დამუშავების მიზნებისთვის, მაგრამ თქვენ მოითხოვთ, რომ შევზღუდოთ მათი დამუშავება სამართლებრივი მოთხოვნების, განხორციელების ან დაცვის მიზნით.
მონაცემთა პორტაბელურობის უფლება. მოთხოვნის საფუძველზე, ჩვენ მოგაწვდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს სტრუქტურირებულ, საყოველთაოდ გამოყენებად და ელექტრო მოწყობილობებით წაკითხვად ფორმატში. თქვენ გაქვთ უფლება გადასცეთ ეს მონაცემები სხვა რეგულატორს, თუ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებზე.
გაპროტესტების უფლება. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება, თუკი ეფუძნება GDPR-ის მე-6(1) მუხლის (ე) ან (ვ) პუნქტს. შემდეგ ჩვენ მოგვიწევს დამუშავების შეჩერება, თუ ვერ ვუზრუნველყოფთ დამუშავებისთვის დამაჯერებელ ლეგიტიმურ საფუძველს. თუ თქვენ წინააღმდეგი იქნებით პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის თქვენი მონაცემების დამუშავებისა, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას.
თანხმობის გამოთხოვის უფლება. GDPR გაძლევთ უფლებას ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენ მიერ ადრე გაცემული თანხმობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
გადაწყვეტილების ავტომატიზებულ მიღებასთან დაკავშირებული უფლებები. როგორც პასუხისმგებელი ბიზნესი, ჩვენ არ ვეყრდნობით გადაწყვეტილების ისეთ ავტომატიზირებულ მიღებას, როგორიცაა პროფილირება.
მონაცემთა შენახვა
ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მანამ, სანამ თქვენი ანგარიში აქტიურია ან სანამ ის გვჭირდება იმ მიზნების შესასრულებლად, რისთვისაც თავდაპირველად შეგროვდა, თუ კანონით სხვა რამ არ არის ნებადართული ან მოთხოვნილი. ჩვენ შვინახავთ და გამოვიყენებთ ინფორმაციას საჭიროებისამებრ ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად, დავების მოსაგვარებლად და ჩვენი უფლებების აღსასრულებლად. ჩვენ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების შენახვას ან წავშლით საშუალებებს, რომლითაც ეს მონაცემები შეიძლება იყოს დაკავშირებული თქვენთან იმ მომენტიდან, როდესაც ასეთი შენახვა აღარ ემსახურება იმ იურიდიულ თუ საქმიან მიზნებს, რისთვისაც შეგროვდა პერსონალური მონაცემები.
დამატებითი ინფორმაცია. თუ გსურთ, მიიღოთ მეტი ინფორმაცია თქვენი კონფიდენციალობის უფლებების შესახებ, გთხოვთ დაუკავშირდეთ Telemedicine-ს მისამართზე support@telemedicine.ge.